სულიკო
1895
საყვარლის საფლავს ვეძებდი,ვერ ვნახე… დაკარგულიყო!…გულამოსკვნილი ვჩიოდი:“სადა ხარ, ჩემო სულიკო?!”
ეკალში ვარდი შევნიშნე,ობლად რომ ამოსულიყო;გულის ფანცქალით ვკითხავდი:“შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”
ნიშნად თანხმობის კოკობიშეირხა… თავი დახარა,ცვარ-მარგალიტი ციურიდაბლა ცრემლებად დაჰყარა.
სულგანაბული ბულბულიფოთლებში მიმალულიყო;მივეხმატკბილე ჩიტუნას:“შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”
შეიფრთქიალა მგოსანმა,ყვავილს ნისკარტი შეახო,ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა,თითქოს სთქვა: “დიახ, დიახო!”
დაგვქათქათებდა ვარსკვლავი,სხივები გადმოსულიყო;მას შევეკითხე შეფრქვევით:“შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”
დასტური მომცა ციმციმით,სხივები გადმომაყარადა იმ დროს ყურში ჩურჩულითნიავმაც ასე მახარა:
“ეგ არის, რასაც ეძებდი,მორჩი და მოისვენეო!დღე დაიღამე აწ ტკბილადდა ღამე გაითენეო!
სამად გაშლილა ის ერთი:ვარსკვლავად, ბულბულ-ვარდადო,თქვენ ერთმანეთი რადგანაცამ ქვეყნად შეგიყვარდათო”.
მენიშნა… აღარ დავეძებსაყვარლის კუბო-სამარეს,აღარც შევჩივი ქვეყანას,აღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს!
ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ,ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა,და რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს,ვერ გამომითქვამს ენითა!
ისევ გამეხსნა სიცოცხლე,დღემდი რომ მწარედ კრულ იყო,ახლა კი ვიცი, სადაც ხარ,სამგან გაქვს ბინა, სულიკო!..